გარდაბანში ახალსოფლის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა დასრულდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში, ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 120 კვ.მ ფართობის ორსართულიანი შენობა, რომელიც აღჭურვილია საჭირო ინფრასტრუქტურით და კომფორტული გარემოა უზრუნველყოფილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

🔹 მოწესრიგდა შიდა ინტერიერი;
🔹 მოპირკეთდა ფასადი;
🔹 მოეწყო წყლისა და წყალარინების სისტემა.
