ლუკა მაისურაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
უნგრეთში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუკა მაისურაძემ (-90 კგ). მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან იტალიელი კენი კომი ბედელი დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრამდე მან აზერბაიჯანელი ვუგარ თალიბოვი, იტალიელი კრისტიან პარლატი, ჩეხი დავიდ კლამერტი და ესტონელი კრისტოფერ კალჯულაიდი დაამარცხა, ნახევარფინალი კი იაპონელ სანშირო მურაოსთან დათმო.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე სამი მედალია:
ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა;
ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვერცხლის მედალი;
ლუკა მაისურაძე (-90 კგ) ბრინჯაოს მედალი;
