ლონდონის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, ლიტერატურის თარგმნის ცენტრში, მწერალთა სახლმა და გამომცემლობა „სეზანმა” წარადგინეს მანანა მენაბდის ორი წიგნი ინგლისურ ენაზე – იგავ-არაკების კრებული “და დრო გადიოდა” და ავტობიოგრაფიული რომანი “ფრენის დღე ოთხშაბათი”

მანანა მენაბდის მუსიკალური კომპოზიციების ფონზე, მარიამ ალექსიძის დასის მოცეკვავეებმა ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ფესტივალის მონაწილე ქვეყნების გამომცემლობებთან, გამავრცელებლებთან, ბრიტანულ გამომცემელთა ასოციაციებთან.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭრით, მწერალთა სახლი 2025 წლის ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით და მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით არის წარმოდგენილი.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading