მარნეულელი მკლავჭიდელების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე!
,,რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში, მკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატზე, მარნეულელმა სპორტსმენებმა ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
დემეტრე მუმლაძე ევროპის ჩემპიონი გახდა, 45 კგ წონით კატეგორიაში, მარცხენა ხელში, ხოლო მარჯვენა ხელში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გიორგი ლომიძე ევროპის ჩემპიონი გახდა მარცხენა ხელში, 74 კგ წონით კატეგორიაში.
სპორტსმენების პირადი მწვრთნელია:მამუკა ბოჭოიძე.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა ულოცავს გიორგი ლომიძესა და დემეტრე მუმლაძეს წარმატებას და უსურვებს დიდ მიღწევებს საერთაშორისო ასპარეზზე!”-აღნიშნულია მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის განცხადებაში.



