ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ონიანი, რაგბის კლუბ „ამარანტების“ მთავარ მწვრთნელს, გელა ფირცხალავას, ,,ამარანტების’’ დირექტორი გიორგი ნებულიშვილი და ნორჩ რაგბისტს, მანუჩარ ონიანს შეხვდა
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ონიანი, რაგბის კლუბ „ამარანტების“ მთავარ მწვრთნელს, გელა ფირცხალავას, ,,ამარანტების’’ დირექტორი გიორგი ნებულიშვილი და ნორჩ რაგბისტს, მანუჩარ ონიანს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო მუნიციპალიტეტში სპორტის, განსაკუთრებით კი რაგბის, განვითარების პერსპექტივები, ახალგაზრდა სპორტსმენების ხელშეწყობა და მათთვის უკეთესი პირობების შექმნის საკითხები.
გია ონიანმა მწვრთნელებთან და სპორტსმენთან ერთად ისაუბრა ლენტეხში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების პროფესიონალურ განვითარებას. ასევე, აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მზად არის, მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს იმ სპორტსმენებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის სახელით ასპარეზობენ და საერთაშორისო წარმატებებს აღწევენ.
ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს, იყო ახალგაზრდა მორაგბის, მანუჩარ ონიანის ბოლოდროინდელი წარმატება. მანუჩარმა თბილისში გამართულ რაგბის საერთაშორისო ტურნირზე გამოიჩინა თავი და საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიპოვა. მისი შთამბეჭდავი თამაში არ დარჩენილა შეუმჩნეველი – ქართველმა სპეციალისტებმა ის შეარჩიეს გუნდის „ბარბაროსების“ შემადგენლობაში.
აღსანიშნავია, რომ აპრილის მეორე ნახევარში მონაკოში გაიმართება პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი – „მონაკოს პრინცესის თასი“, სადაც მონაწილეობას მიიღებს ქართული გუნდი „ბარბაროსები“. სწორედ ამ ტურნირისთვის შეირჩა მანუჩარ ონიანი და მას შესაძლებლობა ექნება, მონაკოში ქართველი მორაგბეების ღირსება დაიცვას.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ამაყობს ახალგაზრდა სპორტსმენის წარმატებით და მას მომავალ ასპარეზობაში წარმატებებს უსურვებს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ მანუჩარი ღირსეულად წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს და საერთაშორისო დონეზე კიდევ ერთხელ გააჟღერებს ლენტეხისა და მთლიანად საქართველოს სახელს.
გია ონიანმა მას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ყოველთვის გააგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და ტალანტების აღზრდას. შეხვედრის დასასრულს, მანუჩარ ონიანმა და მწვრთნელებმა მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტს მხარდაჭერისთვის და აღნიშნეს, რომ მსგავსი თანადგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში სპორტის განვითარებისთვის.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია
.




