ლანჩხუთში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.გ. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის – „მეთადონი“, „გამომშრალი მარიხუანა“ და „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“.

ასევე, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დამზადებისთვის საჭირო მასალები და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-კვარტა მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading