კულტურის კომიტეტმა საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელა

კულტურის კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე და საორგანიზაციო საკითხების შესახებ იმსჯელეს.


კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, საკანონმდებლო მუშაობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კომიტეტთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს.


„ჩვენ უნდა გვქონდეს მაქსიმალური კომუნიკაცია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, რომლებიც უშუალოდ ქმნიან ხელოვნებას, მოღვაწეობენ კულტურის სფეროში“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.


კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, წინა მოწვევის პარლამენტში საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში კულტურის სფეროს 29 წარმომადგენელი იყო.


მისივე თქმით, მიმდინარეობს კონსულტაციები საკონსულტაციო საბჭოს წევრების რაოდენობასთან დაკავშირებით. საბჭო 4 შემდეგი მიმართულებით იმუშავებს: ქართული ტრადიციული და პროფესიული ხელოვნება; თეატრი და კინო; მწერლობა და კულტურული მემკვიდრეობა.


„კომიტეტი უნდა იყოს მაქსიმალურად გახსნილი. მზად ვარ, ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელს ვესაუბრო კონკრეტულ პრობლემებზე და ვიმუშაოთ მათი გადაჭრის გზებზე“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading