კუბის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გრიგოლ ბარამიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ქვეყნის პრეზიდენტს, მიგელ კანელ-დიას ბერმუდესს

საზეიმო ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, ელჩმა მადლობა გადაუხადა კუბის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას და წარმატებები უსურვა კუბის ხელისუფლებას.

თავის მხრივ, რესპუბლიკის პრეზიდენტმა დაადასტურა საქართველოსთან, დიდი ხნის მეგობარ და მრავალსაუკუნოვანი კულტურის ქვეყანასთან თანამშრომლობის სურვილი, როგორც დიპლომატიური ურთიერთობების, ისე ეკონომიკისა და ვაჭრობის, ტურიზმისა და კულტურის, განათლებისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით.

საზეიმო ცერემონიის დასასრულს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გრიგოლ ბარამიძემ ყვავილებით შეამკო კუბის ეროვნული გმირის – ხოსე მარტის მემორიალი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading