კრწანისში „კრწანისობის“ დღესასწაული აღნიშნეს

24 სექტემბერს, სოფელ კრწანისში “კრწანისობის” დღესასწაული ტრადიციულად აღინიშნა. ღონისძიება პატივის მიგებით დაიწყო – მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში დეკანოზმა მოსე ჭელიძემ კრწანისის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პარაკლისი მიუძღვნა. ტაძრის ეზოში კი სტუმრებს საგალობლები და ხალხური სიმღერები მოესმათ.

🎽 სპორტული აქტივობების ნაწილში გაიმართა შეჯიბრებები ფეხბურთში, ჭიდაობასა და მკლავჭიდში. გამარჯვებულები თასებით, მედლებით და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ:

  • პარლამენტის დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი,
  • გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური,
  • გარდაბნის მერი დავით კარგარეთელი,
  • მერის მოადგილე ლევან ხმალაძე,
  • ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

„კრწანისობა“ სოფლისთვის ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია და როგორც წესი, გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ საზეიმო და სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებს აერთიანებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading