კორუფციული სქემა სოფლის განვითარების სააგენტოში – დაკავებულია დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი თ.კ., რომელიც, უწყების ცნობით, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა 826 815 ლარის თაღლითურად დაუფლების სქემაში.
🔎 გამოძიებით დადგინდა, რომ 2021-2024 წლებში, „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში, სააგენტოს წარედგინა ყალბი დოკუმენტები, რის საფუძველზეც ბენეფიციარების საბანკო ანგარიშებზე სახელმწიფო თანხები აისახა.
⚖ საქმეზე დაკავებულია უკვე 12 პირი, დაყადაღებულია მათ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები.
🧾 გამოძიება გრძელდება სსკ-ის 210-ე, 180-ე და 362-ე მუხლებით – დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
📍 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ბრძოლა ფინანსურ დანაშაულთან გრძელდება.