კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო ევროპაში მე-16 პოზიციაზეა
ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა კორუფციის აღქმების მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა.
კვლევის ფარგლებში, განხორციელდა კორუფციის აღქმის შეფასება მსოფლიო გამოკითხვის საფუძველზე: რამდენად არის გავრცელებული კორუფცია ხელისუფლებაში? და რამდენად არის გავრცელებული კორუფცია ბიზნესში?
კორუფციისგან თავისუფლებით, საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანასა და ტერიტორიას შორის დასახელდა, სახელმწიფოებს შორის გლობალურად 41-ე ადგილზე გავიდა და ევროპის კონტინენტზე მე-16 პოზიციაზე მოხვდა.
საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს: იტალიას, პორტუგალიას, ჩეხეთს, ლიეტუვას, ლატვიას, ხორვატიას, პოლონეთს, საბერძნეთს, მონტენეგროს, მალტას, სლოვენიას, თურქეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, უნგრეთს, რუმინეთს, კვიპროსს, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას.
