კონკურსზე „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღება დაიწყო

„აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში ბოლო წლების განმავლობაში 250-მდე პროექტი დაფინანსდა და ბევრი საინტერესო პროდუქტი შეიქმნა, მათ შორის, კომპიუტერული თამაშები ქართული ზღაპრების საფუძველზე, პროექტები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, გამოიცა მრავალი სამეცნიერო- პოპულარული წიგნი და სხვა.

გაზაფხულის სეზონზე, 21 მარტის ჩათვლით, პროექტები მიიღება ოთხი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება და მედიახელოვნება.”- განაცხადა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადების ატვირთვა მსურველებს შეუძლიათ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე: culture.tbilisi.gov.ge.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading