კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპი დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ფიქსირებულ საცალო ბაზარზე, ბიზნეს კომპანიებისთვის კორპორატიული შეთავაზებების სიღრმისეული შესწავლაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიაში ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც კვლევის პროცესში დაინტერესებული მხარეების პირველივე ეტაპიდან ჩართულობის უზრუნველყოფას ემსახურებოდა.
კვლევის აღნიშნული ეტაპის მიზანია დადგინდეს თუ რამდენად ხელმისაწვდომია ფიქსირებულ ინტერნეტ კავშირზე არასტანდარტული მოთხოვნის მქონე იურიდიული პირი აბონენტებისთვის არსებული შეთავაზებები, ასევე, შეფასდეს ბაზრის კონკურენტულობა და ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, დადგინდეს გამოვლენილი გამოწვევების გადაჭრის გზები.