„იფქლის“ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, შპს „იფქლის“ ერთ-ერთ საწარმოში (ს/კ 200179118 მისამართი: ქ. თბილისი, ხარაძის ქ N 2 ა) არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. 

შემოწმების შედეგად, საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, ამასთანავე, ბიზნესოპერატორი საქმიანობას ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. გამოვლენილ დარღვევებზე სააგენტომ გაატარა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები – ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა კონკრეტული ხაზის საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე. 

გატარებული ღონისძიებების შესახებ წერილობით ეცნობა ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების ავტორს.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading