იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლების ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას ეროვნული არქივი მასპინძლობს
გამოფენა-გაყიდვა იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მინისტრმა მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრები.
გამოფენაზე სტუმრობა 28 და 29 მარტს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
შემოსული თანხა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს მოხმარდება.