იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, არჩილ კოჭლამაზაშვილის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს.


სამუშაო ჯგუფში ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ოთხი წევრი – არჩილ გორდულაძეთორნიკე ჭეიშვილირატი იონათამიშვილი და აკაკი ალადაშვილი ეყოლება, პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ ერთი წევრი – ნიკა ელისაშვილი და პოლიტიკურ ჯგუფს „ხალხის ძალას“ ერთი წევრი – გურამ მაჭარაშვილი.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, ასევე, შედიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია და საჯარო სამართლის იურიდიული პირის „იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორი დავით სიმონია.


პროცედურის თანახმად, სამუშაო ჯგუფმა ორი კვირის ვადაში უნდა შეისწავლოს შესაბამისი დოკუმენტები.

ეს პროცედურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში წინა მოწვევის პარლამენტში შემუშავდა, რომელსაც, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ თავისი გამჭვირვალობისა და
პროცედურის ხანგრძლივობის თვალსაზრისით მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. საზოგადოების თითოეულ წევრს შეუძლია მოისმინოს და იხილოს დასმული კითხვები, გაცემული პასუხები და შემდეგ უკვე კომიტეტისა და პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading