ქართველმა ქალმა ძიუდოისტმა მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა

უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ძიუდოში. მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ). მან ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალამდე ეთერ ლიპარტელიანმა სამხრეთკორეელი ჯუჰე კიმი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია კურბონმამედოვა და ფინელი ფილალ სალონელი დაამარცხა. ნახევარფინალში კი თურქმენეთის სახელით მოასპარეზე მაია პარდაიევას სძლია.

ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading