ისტორიაში პირველად სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმში „დრაგონ-ბოათის” ევროპის თასი გაიმართა

ისტორიაში პირველად საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის, „დრაგონ-ბოათის” ევროპის ფედერაციისა და ბათუმის სპორტული ცენტრის თანამშრომლობით ბათუმმა „დრაგონ-ბოათის” ევროპის თასს – EDBF DRAGON BOAT EURO CUP 2025 – უმასპინძლა.

ნურის ტბაზე გამართულ საერთაშორისო დონის ტურნირში 25 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრება 200- და 2000-მეტრიან დისტანციებზე გაიმართა.

გამარჯვებულები 10 საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ, სულ კი 420 მედალი გათამაშდა.

ღონისძიებას სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის თანამშრომელი გურამ ჩეკურიშვილი ესწრებოდა, რომელმაც გამარჯვებულები დააჯილდოვა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading