ირანის ბირთვული საფრთხის აღმოსაფხვრელად ოპერაცია გრძელდება
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ამ დროისთვის ისრაელი თეირანის საჰაერო სივრცეს აკონტროლებს.
„ჩვენ ეს ოპერაცია იმისთვის დავიწყეთ, რომ ორი სერიოზული საფრთხე აგვეცილებინა ისრაელის სახელმწიფოსთვის: ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების საფრთხეები. ახლა ჩვენ ვაკონტროლებთ ცას თეირანის თავზე, ძლიერ დარტყმებს ვაყენებთ აიათოლას რეჟიმს, მიზანში ვიღებთ ბირთვულ ობიექტებს, რაკეტებს, სამეთაურო ცენტრებს – რეჟიმის სიმბოლოებს. ვესაუბრები მსოფლიო ლიდერებს და ისინი აღფრთოვანებულები არიან ჩვენი სიმამაცითა და მიღწევებით. ისრაელის სახელმწიფო ახლა ისე ძლიერია, როგორც არასდროს“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ
