ირაკლი კობახიძე – ვმუშაობთ საუნივერსიტეტო რეფორმაზე – ჩვენ გვინდა 2028 წლის ბოლომდე მივიღოთ სრულიად განსხვავებული ინფრასტრუქტურა, განახლებული და დახვეწილი სასწავლო პროგრამები, სახელმძღვანელოები, უკეთესი საკადრო პოლიტიკა, გაზრდილი ანაზღაურება უმაღლესი განათლების სფეროში. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია 2028 წლისთვის ევროპულ სტანდარტებამდე ავწიოთ საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი
