„იმედი“ გიორგი გახარიასა და დიმიტრი სამხარაძეს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„იმედისთვის“ დამატებით ცნობილი ხდება, რომ დიმიტრი სამხარაძისა და გიორგი გახარიას, სასტუმრო „შერატონის“ შესასვლელში შეხვედრის დროს, სადაც სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება გახარიამ დაიწყო, მან სამხარაძეს სახეში პლასტმასის ჭიქა ჩაარტყა, რასაც სამხარაძის მხრიდან პასუხი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.