ილია საბაძემ წალკის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

წალკის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ილია საბაძემ , საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ აიაზმას, ნარდევანსა და არწივანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
როგორც საბაძემ აღნიშნა, თითოეული სოფელი თავისი უნიკალური საჭიროებებითა და შესაძლებლობებით ერთიან დიდ სურათს ქმნის, რომლის განვითარება ერთობლივი ძალისხმევით უნდა განხორციელდეს.


მოსახლეობასთან შეხვედრებისას განიხილეს უკვე განხორციელებული პროექტები და ის მომავალი გეგმები, რომლებიც რეგიონს ახალ სიცოცხლეს შესძენს.
მისი განცხადებით, პრიორიტეტია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალგაზრდებისთვის განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა, ხანდაზმულთათვის ღირსეული პირობების შექმნა და ყველასთვის თანაბარი განვითარების შესაძლებლობა.


ილია საბაძე აცხადებს, რომ ერთიანობითა და საზოგადოების მხარდაჭერით, წალკის მუნიციპალიტეტი შეძლებს არსებული გამოწვევების დაძლევას და მომავალზე ორიენტირებულ განვითარებას.