,,თუ დიდი ბიჭები ჩვენ გარშემო ფეხბურთს თამაშობენ, მე არ მინდა, რომ საქართველო ბურთის როლში იყოს”-ირაკლი რუხაძე
,,მე ძალიან მიყვარს ამერიკა და არაფერს აქ ანტიამერიკულს არ ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად ტყუილია, რომ „იმედს“ აქვს ანტიდასავლური ნარატივი. არ აქვს არანაირი ანტიამერიკული განწყობა, მაგრამ ამერიკა თუ ცუდად მოიქცა ჩემს ქვეყანასთან მიმართებით, „იმედმა“ უნდა თქვას. არ უნდა თქვას?!თუ დიდი ბიჭები ჩვენ გარშემო ფეხბურთს თამაშობენ, მე არ მინდა, რომ საქართველო ბურთის როლში იყოს. მე არ მინდა საქართველოს უკრაინიზაცია მოხდეს.
საქართველოს მომავალზე ძალიან დიდი გავლენა ექნება, რა მოხდება უკრაინაში. მგონია, რომ უკრაინა დიდი ბიჭების გარჩევის შუაში მოხვდა. ამას ბევრი ხალხი ამბობს. ვფიქრობ, დიდი ბიჭების გარჩევაში შეიძლებოდა უკრაინა გამომძვრალიყო.” – განაცხადა „რადიო თავისუფლებასთან“ პოდკასტში ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ.