თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია, მსოფლიო პატრიარქს, მის ყოვლადუწმინდესობა ბართლომეოს პირველს შეხვდა

შეხვედრაზე, ხაზი გაესვა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მსოფლიო პატრიარქმა, განსაკუთრებით აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოღვაწეობა და მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა, ქართველი ერის საკეთილდღეოდ.

საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქს გულთბილი მიღებისთვის და გამოთქვა მზადყოფნა, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading