თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ, შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ ურთიერთობათა (კავკასია და აღმოსავლეთ ევროპა) გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, მეჰმეთ სამსართან
შეხვედრის დროს, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-თურქეთის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
აღნიშნულ კონტექსტში, განხილულ იქნა, ორ ქვეყანას შორის უმაღლეს დონეზე არსებული პოლიტიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები.
მხარეები შეთანხმდნენ კოორდინირებულ მუშაობაზე.
