თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორს ემრე მანავს, რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
შეხვედრის დროს, დადებითად შეფასდა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა. მხარეებმა გამოხატეს მზაობა, ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. შეთანხმდნენ კოორდინირებულ მუშაობაზე.
Diplomatic Representations of Georgia / საქართველოს დიპლომატიური მისიები