თსუ, საქართველოს ფოსტა და გაერთიანებული საფოსტო კავშირი კიტა ჩხენკელის ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიურ გამოცემას მოამზადებს
პროექტის განხორციელების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორთან ლევან ჩიკვაიძესთან და გაერთიანებული საფოსტო კავშირის გამგეობის თავმჯდომარესთან ნუცა სულაძესთან ერთად თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.
„საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პუბლიკაცია მოვამზადეთ, მათ შორის, ივანე ჯავახიშვილის ეპისტოლური მემკვიდრეობა; პირველი სტუდენტის – მედეა ღამბაშიძის შესახებ სამენოვანი წიგნი-ალბომი. ჩვენ ვაფასებთ ამ თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, ეს პროექტიც ძალიან წარმატებული იქნება“, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.
კიტა ჩხენკელს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებასა და საზღვარგარეთ პოპულარიზაციაში.




