„თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა საჯარო რეესტრში გაყალბებული მინდობილობა წარმოადგინა და ამის საფუძველზე ითხოვდა ხარვეზის აღმოფხვრას”-ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე
„ლევან ზოდელავა, „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელი, მიდის რეესტრში გაყალბებული მინდობილობით – მე რამდენიმე ტერმინს გეუბნებით, რაც არის დამტკიცებული გამოძიების მიერ – და ითხოვს ამ ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღმოფხვრას იმ ხარვეზისას, რაც რეესტრმა დაადგინა. ეს მინდობილობა იყო ჩემი კომპანიის გენერალური დირექტორის, მალხაზ ბაბლიძის სახელით, რომელიც 5 თუ 6 აგვისტოდან და შემდეგაც, ქალაქში, საქართველოში არ იმყოფება. თითქოს, ამ ადამიანმა, რომელიც ქვეყანაში არ არის, 6 თუ 7 აგვისტოს, მინდობილობა მისცა ისევ ჩემს თანამშრომელს ამ საქმის ხარვეზის მოსაგვარებლად“, – განაცხადა ბიზნესმენმა, შპს „მაგნატის“ მესაკუთრე ჯემალ ლეონიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.