თემატურ ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეთა შერჩევა დაიწყო!
თუ ხარ 18-25 წლის;
უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი;
გაქვს ბანაკში მონაწილეობის მოტივაცია;
მაშინ დარეგისტრირდი, ეს შესაძლებლობა შენთვის არის – https://forms.office.com/pages/responsepage.aspx…
საბანაკე პროგრამა ოთხდღიანია და შესაძლებლობა გექნება ჩაერთო კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებში.
განაცხადების მიღება გრძელდება 23 აპრილის ჩათვლით.
2025 წელს თემატური ბანაკები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე ჩატარდება.
ახალგაზრდობის სააგენტო
