თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინანდალში, ბიძამ დისშვილი დაჭრა
ადგილობრივების ინფორმაციით, ბიძასა და მის 25 წლამდე ასაკის დისშვილს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე დაიწყო და მოგვიანებით ძალადობაში გადაიზარდა. 50 წლამდე მამაკაცმა ნათესავს დანის ჭრილობა მიაყენა.
დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
👮♂️ სამართალდამცველებმა ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 11¹–120-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.