,,თეთრ სახლში კამათი კარგი არც ერთი მხარისთვის არ ყოფილა”-ვოლოდიმერ ზელენსკი

„ჩვენ ერთ მხარეს უნდა ვიყოთ. მე პატივს ვცემ პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ღია და გულწრფელი უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე შეფასებით, თეთრ სახლში კამათი კარგი არც ერთი მხარისთვის არ ყოფილა.

„მე არ მინდა ჩვენი უდიდესი პარტნიორის დაკარგვა აშშ-ში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა თეთრ სახლში დაბრუნებას, ზელენსკი განაცხადა, რომ „არა“.

კიდევ ერთ კითხვაზე – უნდა მოუხადოს თუ არა ბოდიში ტრამპს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ არის დარწმუნებული, რამე ცუდი ჩაიდინა. თუმცა, კითხვაზე, ნანობს თუ არა იმას, რაც დღეს მოხდა, განაცხადა: „დიახ, ეს კარგი არ იყო“.

ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ხელი უნდა მოეწეროს მინერალების შესახებ შეთანხმებას, თუმცა ეს „საკმარისი არ არის“.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არ შეუძლია რუსეთის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა.

„ჩვენთვის ისინი მკვლელები არიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინას სურს მშვიდობა და დიპლომატია, თუმცა, მოლაპარაკებებში ჩართული უნდა იყოს ევროპა, ანუ, უნდა მოიცავდეს უკრაინას, რუსეთს, აშშ-სა და ევროპას.

„ჩვენ არ გვსურს ევროპის დაკარგვა“, – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. .

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading