თეთრიწყაროში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ კონსულტაციებს მერის ბრძანებით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გამართავენ.

დღეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა სამუშაო ჯგუფთან ერთად, მოსახლებასთან შეხვედრები, ბორბალოსა და ასურეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2025 წელს ინიცირებული პროექტების საერთო ღირებულება 894 000 ლარს შეადგენს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი/ Tetritskaro Municipality

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading