თეთრიწყაროს წყალმომარაგების სისტემების პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების სისტემის საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

🔹 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტენდერი მოიცავს შემდეგი დასახლებების – ბორბალოს, ერტისის, ვაშლოვანის, ღოუბანის, კოდის, მუხათის, ძველი მარაბდის, ახალი მარაბდისა და ასურეთის აგარაკების – წყალმომარაგების სისტემის ორეტაპიან საპროექტო მომსახურებას.

🔹 პროექტირების პროცესში გათვალისწინებული იქნება არსებული ინფრასტრუქტურის შეფასება, წყლის მარაგის ანალიზი და ტექნიკური გადაწყვეტილებების დამუშავება, რაც მომავალში ამ დასახლებების წყლით უწყვეტ და ხარისხიან მომარაგებას უზრუნველყოფს.

ინიციატივა მთავრობის წყალმომარაგების გაუმჯობესების პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს რეგიონებში ინფრასტრუქტურული პირობების გაუმჯობესებასა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლებას.

დეტალური ინფორმაცია ტენდერის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=641724&lang=ge

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading