თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე, ადგილობრივებმა ლეგენდარულ იაპონელ ძიუდოისტს, შოჰეი ონოს უმასპინძლეს

დიდგორის ველზე, სტუმრების წინაშე ქართული ცეკვითა და სიმღერით, ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები წარსდგნენ.

სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა და ა(ა)იპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორმა, დავით ყაზახაშვილმა მიმართეს და მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტში სტუმრობისთვის.

აღსანიშნავია, რომ ძიუდოში ორგზის ოლიმპიური და სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, საქართველოში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მხარდაჭერითა და საქართველოს პარლამენტის წევრის, ვეტერანი ძიუდოისტის, ვარლამ ლიპარტელიანის, ასევე ვეტერანი ძიუდოისტის, ავთანდილ ჭრიკიშვილის მოწვევით იმყოფება.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი/ Tetritskaro Municipality

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading