თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განცხადება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობითა და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 21 მარტს, 12:00 საათზე, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მიზნით, ჩატარდება ტრენინგი თემაზე ,,მარკეტინგი და გაყიდვები”:

1.მარკეტინგის როლი ბიზნესში.

2.ინტერნეტ მარკეტინგი ( Booking.com, facebook, Airbnb და სხვა)

3.ბაზრის კვლევა და კონკრეტული გარემო.

4.დამატებითი მომსახურეობა, პროდუქტის შექმნა და შეფუთვა.

5.პროდუქტის პრეზენტაცია და რეკლამირება.

6.გამოფენები, აქციები, ფესტივალები და მათი მნიშვნელობა.

7.მოლაპარაკების წარმოების ეთიკა.

8.პოზიციონირება და ბრენდინგი.

9.მარკეტინგული გეგმის და ბიუჯეტის შემუშავება.

10.შიდა მარკეტინგი და სხვა.

ტრენინგის ბოლოს, მონაწილეები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან სერთიფიკატს მიიღებენ.

ვინაიდან ტრენინგზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, დასწრების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, 17 მარტის ჩათვლით დაგვიკავშირდეთ მერიის ,,ფეისბუქ“ გვერდზე.

განცხადებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading