თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2025“ გაიმართება

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე, 2025 წლის სახალხო დღესასწაული „დიდგორობა“ გაიმართება. ღონისძიება 10:30 საათზე, დიდგორის წმინდა დავით აღმაშენებლის ტაძრიდან, პარაკლისითა და ფეხით მსვლელობით დაიწყება.

12:00 საათიდან სტუმრებს დახვდებათ საგამოფენო და ბავშვთა სივრცეები, სადაც ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტები წარადგენენ კულტურული მემკვიდრეობის, სახალხო რეწვის, კულინარიული, სიმღერისა და ცეკვის ნიმუშებს. ასევე, გაიმართება სპორტული აქტივობები.

დღესასწაულის ფარგლებში იგეგმება ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი, თეატრალიზებული პერფორმანსი დავით აღმაშენებლის ეპოქის მიხედვით და დიდგორის ჯვრის ორდენით სამხედროების დაჯილდოება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading