გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთში ენოტის დატყვევების ფაქტზე საქმისწარმოება დაიწყო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დაიწყო საქმისწარმოება კახეთში გარეული ცხოველის — ენოტის — დატყვევების ფაქტზე.

შეტყობინების მიღებისთანავე, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მოახდინეს მყისიერი რეაგირება, დაუკავშირდნენ მოქალაქეს, რომელსაც შინ ჰყავდა ენოტი, და ადგილზე ჩაატარეს შესაბამისი პროცედურები. დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ცხოველს ჰქონდა ფიზიკური დაზიანება, რის გამოც ის დროებით გადაყვანილ იქნა თბილისის ზოოპარკში ვეტერინარული დახმარების მისაღებად.

საქმისწარმოების დასრულებამდე ენოტი დროებით დაბრუნდება მოვლა-პატრონობაში იმავე მოქალაქეს.
დეპარტამენტი მოქალაქეებს ახსენებს, რომ გარეული ცხოველის უკანონო დატყვევება კანონით დასჯადი ქმედებაა და მსგავს შემთხვევებში აუცილებელია ცხელ ხაზზე 153-ზე დარეკვა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading