თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, 1 ივლისს, მარაბდის ველზე, ,,მარაბდობა 2025″ გაიმართება

1 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში ტრადიციული სახალხო დღესასწაული — მარაბდობა — გაიმართა.
2025 წელს მარაბდის გმირული ბრძოლიდან ზუსტად 400 წელი გავიდა, რაც დღევანდელ ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ღონისძიება ტრადიციულად ეძღვნება მარაბდის ბრძოლის გმირებს და მიზნად ისახავს ეროვნული მემკვიდრეობის, პატრიოტული სულისკვეთებისა და კულტურული იდენტობის გაძლიერებას.

ღონისძიება დაიწყება: 19:30 საათზე, დღესასწაულზე წარმოდგენილი იქნება- ხრიდოლის მებრძოლები, პროფესიონალი მსახიობები, მომღერლები და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები.

,,მარაბდის ისტორიული ბრძოლიდან 400 წლისთავთან დაკავშირებით, თეატრალური წარმოდგენა, ,,მარაბდა 400″ გაიმართება.

მარაბდის ველზე, ეპოქის შესაბამისი დეკორაციები მოეწყობა და მსახიობები ბრძოლის ისტორიულ პერსონაჟებს გააცოცხლებენ.

ღონისძიების მხარდამჭერია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია, ორგანიზატორი-თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრი.”-ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading