თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დევი მუხაშავრია და მერიის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის წარმომადგენლები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ღვინის ბაზრის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევის პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ
შეხვედრაზე ადგილობრივი აგროპროდუქტების მიწოდების ჯაჭვის განვითარების გზები, ფერმერებისა და მცირე მეწარმეების ბაზარზე ინტეგრაციის შესაძლებლობები, პროდუქციის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მეთოდები განიხილეს.
ღონისძიებაში ადგილობრივი ფერმერები, მუნიციპალიტეტებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრა შვეიცარიული სააგენტო HELVETAS-ისა და პროექტ WINS-ის მხარდაჭერით გაიმართა.




