თეთრიწყაროს მოსახლეობა უკვე სარგებლობს თანამედროვე, ახალი სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურითა და უწყვეტი წყალმომარაგებით
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პროექტის ფარგლებში, მოხდა სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, სატუმბი სადგურების მოწყობა, მაგისტრალური მილსადენისა და წყალმომარაგების ქსელის მოწყობა, მოსახლეობის გამრიცხველიანება და რეზერვუარების რეაბილიტაცია.
შედეგად, თეთრიწყაროს მოსახლეობა უკვე სარგებლობს თანამედროვე, ახალი სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურითა და უწყვეტი წყალმომარაგებით.
პროექტის ბიუჯეტი 14 881 000 ლარია. ქალაქ თეთრიწყაროში წყალმომარაგების სისტემის პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოები 2023 წელს დასრულდა.