თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებული გაერო-ს ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებული გაერო-ს ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობის სტრატეგიული პრიორიტეტები და სამომავლო ხედვები. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების, ასევე სამომავლო ინიციატივების თაობაზე.

სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების ხედვებსა და ამოცანებზე, რაც ერთი მხრივ, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ხოლო მეორე მხრივ – ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგის, ნდობის აღდგენის და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading