თბილისში რამდენიმე ადგილზე წარწერა “მოკალი ქოცი”
“მოკალი ქოცი”, “რევოლუცია” – ამ შინაარსის წარწერები მეტროსადგურებთან და მიწისქვეშა გადასასვლელებთან დღეს დილიდან გამოჩნდა. ავტორი უცნობია, თუმცა მმართველი პარტია ოპოზიციის ხელწერას ხედავს. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ეს ძალადობისკენ კიდევ ერთი პირდაპირი მოწოდებაა.
მმართველ გუნდს მოლოდინი აქვს რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდებიან.