თბილისში ორი ახალი საბაგირო გზის მშენებლობა იწყება
📍 თბილისში ორი ახალი საბაგირო გზის მშენებლობა დაიწყება, რომლებიც დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებას და გარეუბნების მეტროსადგურებთან ეფექტურად დაკავშირებას ისახავს მიზნად.
🔸 პირველი საბაგირო მარშრუტი დააკავშირებს მეტროსადგურ „სარაჯიშვილს“ ზღვისუბანთან,
🔸 მეორე კი – „ისანს“ ვაზისუბანთან.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს და გააუმჯობესებს გადაადგილების შესაძლებლობებს იმ რაიონებისთვის, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი შედარებით ნაკლებად ხელმისაწვდომია.
მშენებლობის დაწყების თარიღი და დეტალური გრაფიკი ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა მერია აცხადებს, რომ საბაგირო გზები თანამედროვე სტანდარტების დაცვით აშენდება და იქნება უსაფრთხო, სწრაფი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი.