თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორისა და გლდანი–ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“, ასევე ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.