თბილისში ნარკოდანაშაულის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ვ.ე. დააკავეს.
სამართალდამცველებმა იგი მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პირადი ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით — 200 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“.
დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით.