თბილისი ნიკო ლეკიშვილს დაემშვიდობა

ნიკო ლეკიშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს -77 წლის ასაკში თბილისის ყოფილი მერი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტიკოსი და დიპლომატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

დაკრძალვამდე, სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართა.

ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადეს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პოლიტიკოსებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა.

საზოგადოებას ნიკო ლეკიშვილი მუდამ ემახსოვრება თავისი გამორჩეული პიროვნული თვისებებითა და პროფესიონალიზმით. ის დიდ პატივისცემას იმსახურებდა საქმისადმი პრინციპული და პატიოსანი დამოკიდებულების გამო. ცხოვრებისადმი უშრეტი სიყვარული იგრძნობოდა ბატონი ნიკოს განსაკუთრებულ დამოკიდებულებაში ახალგაზრდების მიმართ. იგი გულწრფელად ხარობდა მათი წარმატებებით და უშურველად უზიარებდა საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას.ა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading