თბილისის №45 საჯარო სკოლის განცხადება
თბილისის 45-ე საჯარო სკოლა აცნობებს საზოგადოებას, რომ 22 ოქტომბერს სკოლაში დაფიქსირდა მუნის ერთი შემთხვევა, რის შემდეგაც შენობაში იმავე საღამოს ჩატარდა სრული დეზინფექცია და დეზინსექცია.
📌 29 ოქტომბერს დაფიქსირდა მუნის მეორე შემთხვევა, რის გამოც სკოლა დაუყოვნებლივ დაუკავშირდა გადამდებ დაავადებათა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ზედამხედველობის ცენტრს.
ცენტრის რეკომენდაციით:
- დაავადებულ მოსწავლეს ჩაუტარდება მკურნალობა დერმატოლოგის დანიშნულების შესაბამისად;
- მშობლებმა უნდა დააკვირდნენ ბავშვებს და სიმპტომების შემთხვევაში მიმართონ დერმატოლოგს;
- სასწავლო პროცესი გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში.
სკოლამ დამატებით დაგეგმა დეზინფექცია და დეზინსექცია, რომელიც ტარდება დღეს.
📍სასწავლებელი მუდმივ კავშირზეა შესაბამის სამსახურებთან და მკაცრად იცავს ყველა რეკომენდაციას.
🎯 მთავარი მიზანია – მოსწავლეთა და თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა.