ბოლნისში ტრადიციული „შემოდგომის ფესტივალი 2025“ გაიმართა 🍁



უკვე მეთორმეტე წელია, წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა ტრადიციულ შემოდგომის ფესტივალს მასპინძლობს – ღონისძიება, რომლის მიზანიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ხალხური ცეკვების, სიმღერებისა და კუთხური სამზარეულოს პოპულარიზაციაა.
ფესტივალში მონაწილეობდა 250-ზე მეტი მოსწავლე, პედაგოგი და მშობელი. სკოლის ეზო საქართველოს მრავალფეროვანი ტრადიციების ერთიან სურათად გადაიქცა.








ღონისძიებას ესწრებოდნენ ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, ქვემო ქართლის გუბერნატორი ილია ჯალაღონია, მისი მოადგილე და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბოლნისის მერი ზამურ ჭითანავა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძე.
ფესტივალის ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს ყველა მონაწილესა და სტუმარს, რომლებმაც ეს დღესასწაული კიდევ უფრო გამორჩეული გახადეს. ❤️


