თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი უზბეკეთის საბანკო-საფინანსო სექტორის აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს
სტუმრებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ უმასპინძლა და მათ იუსტიციის სახლის კონცეფცია და ორგანიზაციაში დანერგილი ინოვაციური პროექტები გააცნო.
დელეგატებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გადაწყვეტებზე, იუსტიციის სახლში მიმდინარე პროექტებსა და უწყების მუშაობის კონცეფციაზე.
დელეგაციის წევრები, ასევე, გაეცნენ მობილური იუსტიციის სახლის პროექტს და ინფორმაცია მიიღეს იმ 500-მდე სერვისზე, რომლებიც მომხმარებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით 124 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში მიეწოდებათ.




