თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან ერთად ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრულ აკადემიურ გამოცემას მოამზადებს

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა პირველი ტომი 2026 წელს, დიდი მეცნიერის დაბადებიდან 150 წლისთავისათვის გამოიცემა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading